ჩერჩილის სათვალე 6 ათას ფუნტად გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 13:53 | 07.12.2017
ნანახია: 882

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის უინსტონ ჩერჩილის სამკითხველო სათვალე აუქციონზე 6 ათას ფუნტად გაიყიდა.

მრგვალი სათვალე, რომელსაც კუს ბაკანის ჩარჩო აქვს, ჩერჩილისთვის კომპანია CW Dixey & Son-მა დაამზადა.

სათვალე სურეის საგრაფოში გამართულ აუქციონზე გაიყიდა.

ექსპერტების პროგნოზით, ნივთი 2 ათას დოლარზე მეტად არ უნდა გაყიდულიყო.

აუქციონის სახლის წარმომადგენელთა თქმით, სათვალე ისეთივე საკულტო იყო, როგორც ჩერჩილის სიგარა და ქუდი.

ჩერჩილს ძალიან უყვარდა ორიგინალური სათვალეები, ჩვეულებრივად მას სათვალის სამი წყვილი ჰქონდა, რომლებსაც სხვადასხვა საჭიროებისთვის იყენებდა.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე