ისრაელის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ იერუსალიმში საელჩოს ბევრი ქვეყანა გადაიტანს

საქართველო, თბილისი - 12:53 | 07.12.2017
ნანახია: 791

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ იმედოვნებს, რომ ბევრი ქვეყანა აშშ-ის მაგალითს მიბაძავს და საელჩოებს იერუსალიმში გადაიტანს.
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და ხელი მოაწერა დოკუმენტს თელ-ავივიდან იერუსალიმში ამერიკის საელჩოს გადატანის შესახებ.

 „ანალოგიურ აღიარებასთან დაკავშირებით ჩვენ კონტაქტი გვაქვს სხვა ქვეყნებთან. ეჭვი არ მეპარება, რომ როგორც კი ამერიკის საელჩო გადავა იერუსალიმში, და მანამდეც კი, იგივე მოხდება სხვა საელჩოებთანაც“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე