ავსტრალიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდა

საქართველო, თბილისი - 11:53 | 07.12.2017
ნანახია: 788

ავსტრალია 26-ე ქვეყანა გახდა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაცია გახდა. ამის შესახებ ავსტრალიური გაზეთი The Sydney Morning Herald-ი წერს.

ოთხშაბათს ავსტრალიის პარლამენტის წარმომადგენლობითმა პალატამ მხარი დაუჭირა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის კანონპროექტს. სენატში ამ კანონპროექტთან დაკავშირებით კენჭისყრა ერთი კვირის წინ გაიმართა.  

მანამდე ქვეყანაში გამოკითხვა ჩატარდა. გამოკითხვის თანახმად, ასეთი ქორწინების ლეგალიზაციას მხარი გამოკითხულთა 62-მა პროცენტმა დაუჭირა.

ერთნაირსქესიანთა პარტნიორების პირველი ქორწილი ავსტრალიაში თებერვლამდე გაიმართება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე