და ვინჩის „სამყაროს მხსნელის“ ახალი მფლობელი არაბი პრინცი აღმოჩნდა

საქართველო, თბილისი - 11:04 | 07.12.2017
ნანახია: 1080

ლეონარდო და ვინჩის ნახატის „სამყაროს მხსნელის“ მყიდველი საუდის არაბეთის პრინცი ბადერ ბინ აბდულა ბინ მუჰამედ ბინ ფარჰან ალ საუდი აღმოჩნდა. ნახატი Christie's-ის აუქციონზე 450 მლნ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ The New York Times-ი იუწყება.

ბადერს ბიზნესი ნარჩენების გადამუშავების სფეროში აქვს. ის 32 წლისაა.

გუშინ ცოტა ხნის წინ დაარსებულმა ხელოვნების მუზეუმის „ლუვრი აბუ-დაბიში“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ექსპოზიციას გამოფენდა.  

და ვინჩის ნამუშევარი მანამდე რუს ბიზნესმენს დიმიტრი რიბოლოვლიოვს ეკუთვნოდა. ის აუქციონზე გაყიდულ ხელოვნების ნიმუშებს შორის ყველაზე ძვირადღირებული გახდა.

შედევრი 1500 წლით არის დათარიღებული. ის ჩვენამდე კარგად შემონახულ 20 ნამუშევარს შორის შედის.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე