სარფის საბაჟოზე საქართველოს მაქალაქე ბარგში, ერთ-ერთ ჩანთაში აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 10:54 | 07.12.2017
ნანახია: 1224

თურქმა მესაზღვრეებმა სარფის საბაჟოზე საქართველოს მაქალაქე ბარგში, ერთ-ერთ ჩანთაში აღმოაჩინეს.

თურქული მედიის ცნობით, ის 22 წლის ქალია და მას თურქეთში შესვლა აკრძალული ჰქონდა. ამ ფაქტის შემდეგ ის დააპატიმრეს.

დაკავებულია ასევე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც ახალგაზრდა ქალს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ეხმარებოდა.

ორივე ქალი მოგვიანებით, ართვინის რეგიონის სადაზვერვო სამსახურებს გადასცეს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე