აშშ მხარს უჭერს საქართველოს წევრობას ნატოში - ტილერსონი

საქართველო, თბილისი - 16:35 | 06.12.2017
ნანახია: 935

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ბრიუსელში, საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ტილერსონი მიხეილ ჯანელიძეს ბრიუსელში, ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში შეხვდა.

“დღეს შეხვედრა გვქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მომავალ წევრობას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში”, – განაცხადა რექს ტილერსონმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე