მამაკაცმა 10 წლის წინ დაკარგული საფულე ხელუხლებელი იპოვა

საქართველო, თბილისი - 16:11 | 06.12.2017
ნანახია: 1446

შვეიცარიის მცხოვრებმა პეტერ მარკუმ 10 წლის წინ დაკარგული საფულე იპოვა, სადაც საკრედიტო ბარათები, საბუთები და ბედნიერი კუპიურა ინახებოდა. მარკუმ საფულე სამშენებლო ობიექტზე დაკარგა.
როგორც გამოცემა 20 minutes-ი წერს, 2007 წელს პეტერი კოსოვოდან შვეიცარიაში ჰერკინგენის კომუნაში სამუშაოდ ჩავიდა.

სამშენებლო ობიექტზე მან დაკარგა საფულე, რომელშიც იდო საკრედიტო ბარათები, 500 ფრანკი და 20-ფრანკიანი ბედნიერი კუპიურა, რომლითაც ის კოსოვოდან 1989 წელს შვეიცარიაში ჩავიდა. ათი წლის შემდგ მარკუ კოლეგებთან ერთად საფულის მოსაძებნად წავიდა, მაგრამ ვერ იპოვა. რამდენიმე დღის შემდეგ მას ფოსტის თანამშრომელმა დაურეკა და ნაპოვნის შესახებ აცნობა.

მამაკაცის გასაკვირად, ნაპოვნ საფულეში ფული და საბუთები ხელუხლებელი აღმოჩნდა, მათ შორის ბედნიერი ბანკნოტიც. „შვეიცარიელები ძალინ პატიოსანი ხალხია“, - აღნიშნა მარკუმ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე