საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთის ნაკრები 2018 წლის ოლიმპიადაზე არ დაუშვა

საქართველო, თბილისი - 13:31 | 06.12.2017
ნანახია: 1433

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით რუსეთის ოლიმპიური ნაკრები 2018 წლის ოლიმპიადაზე არ დაიშვება. ამასთან ზოგიერთ სპორტსმენს სამხრეთ კორეაში ასპარეზობაზე გამოსვლის ნებართვა მიეცემა, თუმცა მხოლოდ ნეიტრალური დროშის ქვეშ.

ამის გარდა ოლიმპიადაზე არ გაჟღერდება რუსეთის ჰიმნი. ასევე რუსეთის სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებს ოლიმპიურ თამაშებზე დასწრების უფლება არ ექნებათ. სპორტსმენების სიას, რომლებიც თამაშებზე ნეიტრალური დროშის ქვეშ იასპარეზებენ, ოლიმპიური კომიტეტი მოგვიანებით გამოაცხდებს. ოლიმპიური თამაშები 2018 წლის 9-25 თებერვალს სამხრეთ კორეაში გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე