ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონია

საქართველო, თბილისი - 12:03 | 06.12.2017
ნანახია: 1732

აშშ-ში ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ იასპარეზა.

მან სამივე ცდა მარტივად დასძლია, საბოლოოდ კი 220 კილოგრამი დააფიქსირა, რაც მსოფლიო რეკორდია. ტალახაძემ მისი მთავარი კონკურენტის, ირანელი ბეჰდად სალიმიკორდასიაბის მიერ ოლიმპიურ თამაშებზე დამყარებული რეკორდი მოხსნა.

ტალახაძემ აკვრაშიც სამივე ცდა გამოიყენა, 257 კილოგრამი დააფიქსირა და მეორე მცირე მედალი მოიპოვა. ორჭიდის ჯამში ქართველმა ძალოსანმა 477 კილოგრამი დააფიქსირა, რაც ასევე მსოფლიო რეკორდია.

477 კილოგრამით ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა და ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიოს უძლიერესი ძალოსანის ტიტულის მფლობელი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე