ჩეხეთში ფესტივალი ,,სულიკო 2017” ჩატარდა

საქართველო, თბილისი - 10:20 | 06.12.2017
ნანახია: 1642

ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ კარლოვი ვარში საერთაშორისო ფესტივალი ,,სულიკო'' ჩატარდა. ღონისძიებაში წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 51 ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. ის უკვე წელს მეორედ ჩატარდა.

ფესტივალის დამფუძნებელი ჩეხეთში მოღვაწე ქართველი ასმათ შანავაა. ფესტივალის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩეხეთის რესპუბლიკაში ჩასული მოზარდები, 3 დღის განმავლობაში სხვაფსახვა სახის მუსიკლურ კონკურსში მონაწილეობენ.

ფესტივალის პრველი და მეორე დღე არის საკონკურსო დღები, მონაწილეები ერთ სიმღერს ქართულ, მეორეს კი უცხოურ ენაზე ასრულებენ. ჟიური ათბალიანი შეფასებით საუკეთესოს ავლენს და ფინალი გალა კონცერტის სახით იმართება, სადაც ჟიური წლის საუკეთესო შემსრულებელს ასახელებს.

წელს ჟიურის თავმჯდომარე ქართველი შემსრულებელი დათო მგელაძე იყო. ,,კონკურსზე მინდა, რომ ქართული სული რაც შეიძლება მეტად წარმოჩინდეს'', ამბობს ასმათ შანავა.

მისი თქმით, მომავალ წელს გარკვეული ცვილლელებია მოსალოდნელი.

,,მუშავდება ფორმატი, რათა ფესტივალზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვეულმა სტუმრებმა უფრო მეტი ქართული სიმღერები მოისმინონ. 4 დღის განმავლობაში ქართველი ბავშვები ჩეხეთში სწორედ ასმათ შანავას დაფინანსებით, მხარდაჭერითა და თანამდგომით ჩადიან, როგორც შანავა ჩვენთან საუბარში აცხადებს, მისი მიზანი სრული ქველმოქმედებაა და ის მსგავს პროგრამას სიამოვნებით აკეთებს და მომავალშიც განაგრძობს", - განაცხადა ასმათ შანავამ.

ფესტივალი ,,სულიკო'' 2016 წელს დაარსდა, და მას შემდეგ ჩეხეთში უკვე 150 ქართველი მოზარდი იმყოფებოდა. წლვანდელ ფესტივალში ქართველ ბავშვებთან ერთად, ასევე აზერბაიჯანელები და სომხები მონაწილეობდნენ. ,,სულიკოში" მონაწილეობა მიიღეს ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებმა: საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და საქართველოდან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე