,,გავექეცი ძალადობას'' - არტ-ნამუშევრების კონკურსზე 1-ლი ადგილი თეა გუნთაიშვილმა დაიკავა

საქართველო, თბილისი - 09:49 | 06.12.2017
ნანახია: 1584

საქართველოს მთავარი პროკურატურის ორგანიზებით მიმდინარე „დაზარალებულთა კვირეული“-ს ფარგლებში, ოჯახში ძალადობის თემაზე შექმნილი არტ-ნამუშევრების კონკურსი გაიმართა.

საქართველოს პროკურატურის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ძალადობის თემაზე სხვადასხვა ასაკის 17 პირის მიერ შექმნილი 22 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

საკონკურსო ჩვენებაზე წარმოდგენილი არტ-ნამუშევრები საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის თავმჯდომარეობით სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, საპროცესო ზედამხედველობის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი ნათია მერებაშვილი, ამერიკის საელჩოს სამართლებრივი მრჩეველი მაიკლ გრანტი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ალექსანდრე გრიგალაშვილი  და „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა არგანაშვილი. 

ოჯახში ძალადობის თემაზე შექმნილი არტ-ნამუშევრების კონკურსზე სამი საუკეთესო ნამუშევარი გამოვლინდა.

პირველი ადგილი თეა გუნთაიშვილის ნამუშევარმა - ,,გავექეცი ძალადობას“ დაიკავა, მეორე ადგილი ხათუნა ოქროპირიძის  ნამუშევარმა ,,ამოიღე ხმა“-მ მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილი ხათუნა სონღულაშვილის ,,ლურჯ ფრინველს “ ერგო წილად. 

არტ-ნამუშევრების ავტორებს საქართველოს პროკურატურის სახელით საჩუქრები გადაეცათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე