,,Winter in Georgia” - საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლი Euronews-ზე

საქართველო, თბილისი - 18:00 | 05.12.2017
ნანახია: 1422

Euronews-ის ეთერით საქართველოს საიმიჯო  ვიდეორგოლის ჩვენება დაიწყო. ზამთრის ტურისტული კამპანიის ფარგლებში კლიპი Euronews-ის მრავალმილიონიან აუდიტორიას  საქართველოს ზამთრის კურორტებს, ტურისტულ ადგილებს და ქვეყნის კულტურას აცნობს. სარეკლამო კამპანია  Euronews-ზე 27 ნოემბერს დაიწყო  და 25 დეკემბრამდე გაგრძელდება.

,,Winter in Georgia”-ის ვიდეორგოლის გარდა Euronews „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“-ს შესახებ  სპეციალურ რეპორტაჟს და თბილისის ტურს ამზადებს, ასევე თბილისის ტურს მიეძღვნება ვიდეორგოლიც  რომელიც წამყვანი ევროპული ტელევიზიის ეთერით გადაიცემა.

Euronews-ს 400 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს, მაუწყებლობს 14 ენაზე 155 ქვეყანაში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2017-18 წლების ზამთრის კამპანიას 19 ქვეყანაში ატარებს:  გერმანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, უკრაინა, ბელორუსი, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, თურქეთი, ისრაელი ქუვეითი, ბაჰრეინი, საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე