პრეზიდენტ სააკაშვილისადმი უსინდისო მიდგომას არ იმსახურებს საქართველო - ბაჩო ახალაია

საქართველო, თბილისი - 15:25 | 05.12.2017
ნანახია: 1398

,,არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რიგით მერამდენე პრეზიდენტია ადამიანი, მის მიმართ თავხედური, უსინდისო ქცევა საქართველოს შეურაცხყოფაა", - ასე გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მსჯავრდებული, ბაჩო ახალაია უკრაინაში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების საკითხს.

როგორც ახალაია სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სიმბოლოა.

,,ეს ბრძოლა გამარჯვებამდე მივა ყველა შემთხვევაში!მიუხედავად იმისა, ვინ რა პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებებს აკეთებს, მე მინდა უბრალოდ ადამიანური, ჩვეულებრივი დამოკიდებულება გამოვხატო ამ შემთხვევასთან დაკავშირებით. პრეზიდენტ სააკაშვილისადმი უსინდისო მიდგომას არ იმსახურებს საქართველო!

არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რიგით მერამდენე პრეზიდენტია ადამიანი, მის მიმართ თავხედური, უსინდისო ქცევა საქართველოს შეურაცხყოფაა. ეს საქართველოს ღირსების საკითხია, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სიმბოლოა და ვინც ამ ღირსებას მოექცევა როგორც არარაობას, ის აუცილებლად აგებს პასუხს, იქნება ეს პოროშენკო, ლუცენკო, პუტინი თუ ივანიშვილი", - წერს ახალაია. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე