„ეს თბილისია“ - რადიო „დარდიმანდის“ ახალი პროექტი

საქართველო, თბილისი - 15:06 | 05.12.2017
ნანახია: 2182

„ეს თბილისია“ - ასე ჰქვია გადაცემას, რომელიც ყოველ ორშაბათს, 18:00 საათზე, რადიო დარდიმანდის“ (FM 97.1) პირდაპირ ეთერში გადის.

გადაცემის წამყვანი ნიცა გვერდწითელი პირდაპირ ეთერში თბილისში განვითარებული კულტურული ღონისძიებების მოკლე და საინტერესო მიმოხილვას აკეთებს.

თქვენ ასევე საშუალება გექნებათ, რომ მოისმინოთ პირდაპირი ჩართვები შემთხვევის ადგილიდან, გაიგოთ თბილისში გავრცელებული და გადამოწმებული ცხელ-ცხელი ჭორები ცნობილ ადამიანებზე და იყოთ მუდმივად ინფორმირებულები, თუ რა ხდება კულტურის სფეროში ჩვენს დედაქალაქში.

გადაცემის საინფორმაციო მხარდამჭერია PrimeNewsGeorgia




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე