თეა წულუკიანი და გიორგი კვირიკაშვილი დიმიტრიუს ავრამოპულოსს შეხვდნენ

საქართველო, თბილისი - 16:51 | 17.11.2015
ნანახია: 1702

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროკომისარს მიგრაციისა და საშინაო  საკითხებში დიმიტრიუს ავრამოპულოსს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ვიზალიბერალიზაციის პროცესს, საქართველოს დელეგაციამ ევროკომისარს ინფორმაცია მიაწოდა სამოქმედოგეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შესახებ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრაევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების პოლიტიკურ მნიშვნელობაზე.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისარ ავრამოპულოს მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მიერ განხორციელებულ მთელ რიგ რეფორმებს,განსაკუთრებით ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის კონტექსტში. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს, როგორც აღმოსავლეთპარტნიორობის სივრცეში მოწინავე ქვეყნის როლს და იმედი გამოთქვა, რომ ჩვენი ქვეყნის ძალისხმევა სათანადოდ იქნება აღნიშნულიევროკავშირის მხრიდან და ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით ქვეყანა დადებით შეფასებას მიიღებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე