ახლა იწყება ნამდვილი ბრძოლა, უკრაინაში და საქართველოში! - სანდრა რულოვსი

საქართველო, თბილისი - 13:44 | 05.12.2017
ნანახია: 1407

მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი კიევში მიმდინარე მოვლენებს facebook-ზე ეხმაურება. 

,,როგორც უკვე ცნობილია, პოროშენკომ დღეს კიევის ცენტრში, საცხოვრებელ ბინაში, განახორციელა ჩემს მეუღლეზე თავდასხმა. ჰგონიათ, რომ ეს არის თვეების მანძილზე მიმდინარე პოლიტიკური დევნის დასასრული, მაგრამ სინამდვილეში ახლა იწყება ნამდვილი ბრძოლა, უკრაინაში და საქართველოში!,"- წერს სანდრა რულოვსი. 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე აცხადებენ, რომ სააკაშვილს დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვაში ედება ბრალი. სააკაშვილის ადვოკატის, პაველ ბოგომაზოვის თქმით,  საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ხელშეწყობაშია ეჭვმიტანილი. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე