პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ საქორწილო ტორტი შეარჩიეს

საქართველო, თბილისი - 12:18 | 05.12.2017
ნანახია: 1369

ნოემბრის ბოლოს პრინცმა ჰარიმ და კანადელმა მსახიობმა მეგან მარკლიმ ნიშნობის შესახებ ოფიციალურად განაცხადეს. ახლა კი ქორწილისთვის აქტიურად ემზადებიან, რომელიც 2018 წლის 26 მაისს გაიმართება. შეყვარებულებმა უკვე შეარჩიეს ტორტი.

 „ეს იქნება პირველი სამეფო საქორწილო ტორტი, ბანანებით მომზადებული“, - წერს გამოცემა The Telegraph-ი.

ასეთი არჩევანი უკავშირდება იმას, რომ ჰარი ამ ხილს აღმერთებს. ყოფილი სამეფო შეფ-მზარეული დარენ მაკგრეიდი ჟურნალისტებს უამბობდა, რომ ხშირად ამზადებდა ახალგაზრდა პრინცისთვის ბანანის ნამცხვრებს, ნაყინებსა და კარამელებს.

ერთი სიტყვით, ბანანი ჰარისა და მეგანის ურთიერთობის სიმბოლოც გახდა. როდესაც მათი რომანი დაიწყო, მსახიობმა თავის Instagram-ზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ორი ბანანი ერთმანეთს ეხუტება.

 ამ ჯერზე შეყვარებულებმა გადაწყვიტეს გვერდი არ აუარონ ამ ტრადიციას და ტორტის პირველი იარუსი დაამზადონ ხილისგან, რადგან ნუგბარი ასეთი შიგთავსით დიდხანს შეინახება. ქორწილის შემდეგ ახალდაქორწინებულებმა ის შვილების დაბადებამდე და მონათვლამდე უნდა შეინახონ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე