მრცხვენია, რომ სააკაშვილი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო - მამუკა მდინარაძე

საქართველო, თბილისი - 12:50 | 05.12.2017
ნანახია: 4188

მრცხვენია, რომ სააკაშვილი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო, - ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი ყველანაირად ცდილობს, რომ აქტუალური დარჩეს.

,,მე მრცხვენია, რომ ეს კაცი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო. ის მიმართავს ყველანაირ ავანტიურას, რათა ისევ დარჩეს აქტუალური. საქართველოში ეს აღარ მოხდება. იმედია უკრაინელებიც მალე გაიცნობენ. ჩვენ ცოტა დიდი ხანი დაგვჭირდა. მან საქართველოს მოქალაქემ თავის დროზე საქართველოში ჩაიდინა დანაშაულები, რაზეც შესაბამისი განაჩენია დამდგარი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცოტა ხნის წინ, კიევში მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. მას უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში სდებენ ბრალს. სააკაშვილის წინააღდეგ რამდენიმე საქმე განიხილება საქართველოს სასამართლოშიც.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე