სააკაშვილთან დაკავშირებით, ყველა პროცედურა მოხდება ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში - ბესელია

საქართველო, თბილისი - 12:48 | 05.12.2017
ნანახია: 1317

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ყველა სამართლებრივი პროცედურა მოხდება ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში.

ბესელიას განმარტებით, სააკაშვილის ექსტრადიციის სამართლებრივი პროცედურა საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში და შიდა ეროვნული კანონმდებლობით უკვე დაწყებულია, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილს წინასწარი პატიმრობა შეფარდებული აქვს სასამართლოს მიერ.

,,მე როგორც ვიცი, სააკაშვილის ექსტრადირებაზე მოთხოვნა აქამდეც იყო გაგზავნილი. ამ თემაზე, როგორც იუსტიციის სამინისტროს ასევე მთავარ პროკურატურას გაკეთებული აქვს შესაბამისი განცხადებები და განმარტებები. ეს სამართლებრივი პროცედურა საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში და შიდა ეროვნული კანონმდებლობით უკვე დაწყებულია, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილს წინასწარი პატიმრობა შეფარდებული აქვს სასამართლოს მიერ, გაცემულია დაპატიმრების ბრძანება, ასევე ძებნის პროცედურის თაობაზე დაწყებული იყო მუშაობა, ექსტრადირებაზეც თავის დროზე იყო მოთხოვნა. ასე რომ, ყველა შემდგომი სამართლებრივი პროცედურა მოხდება ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, - განაცხადა ბესელიამ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე