რატი დურგლიშვილმა საქართველო დატოვა

საქართველო, თბილისი - 16:22 | 17.11.2015
ნანახია: 1928

მომღერალმა რატი დურგლიშვილმა საქართველო დატოვა. უცნობია, სამუდამოდ თუ დროებით, მაგრამ ფაქტი ერთია, ქართველი მომღერლის შემოქმედებით უცხოელი პროდიუსერები დაინტერესდნენ. სწორედ, მათივე მიწვევით რატი დურგლიშვილი აშშ-ში გაემგზავრა და უკვე რამდენიმე დღეა, რაც აქტიურად დაიწყეს ახალ პროექტზე მუშაობა.

ქართველმა მომღერალმა ორი ინგლისურენოვანი სიმღერა ჩაწერა, რაზეც უკვე მიმდინარეობს კლიპის გადაღება. დურგლიშვილი იმდენად კარგად და კომოფრტულადა, რომ თავი ჰოლივუდში გონია. მოარული ხმების ცნობით, არაა გამორიცხული რომ მომღერალმა თავისი მუსიკალური კარიერა ამერიკაში გააგრძელოს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე