„ბანქოს სახლი“ კევინ სპეისის გარეშე დასრულდება

საქართველო, თბილისი - 11:04 | 05.12.2017
ნანახია: 1201

პოპულარული ტელესერიალის „ბანქოს სახლის“ ბოლო სეზონი წარმოებაში 2018 წელს, კევინ სპეისის გარეშე ჩაეშვება.

სერიალის პროდიუსერებმა განაცხადეს, რომ მერვე სეზონში კევინ სპეისი მონაწილეობას არ მიიღებს.

მსახიობთან კონტრაქტი  შეწყდა და თანამშრომლობის განახლებაზე საუბარიც კი ზედმეტია. ამის შესახებ გამოცემა The Hollywood Reporter-ი წერს.

ახალ სეზონში რვა სერია იქნება. გადაღებები 2018 წლის დასაწყისში დაიწყება. მთავარ როლს კვლავ რობინ რაიტი შეასრულებს.

ჟურნალისტებმა ასევე აღნიშნეს, რომ მაიკლ დობსის წიგნში, რომელიც საფუძვლად უდევს პროექტის სცენარს, კევინ სპეისის პერსონაჟი -აშშ-ის პრეზიდენტი ფრენკ ანდერვუდი კვდება. ასე რომ სერიალიდან პერსონაჟის გამოთიშვა, სირთულეებს არ შექმნის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე