პნევმატური იარაღი არასდროს ყოფილა სკოლაში - 51-ე სკოლის დირექტორი

საქართველო, თბილისი - 12:51 | 04.12.2017
ნანახია: 1297

,,პნევმატური იარაღი არასდროს ყოფილა სკოლაში", - ამის შესახებ თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, მანანა თურქაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და დასძინა, რომ მოსწავლეების შემოწმება პერიოდულად ხორციელდებოდა.

„საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ხდება მოსწავლეების შემოწმება. ორი მოსწავლეც რომ საეჭვოდ გადაადგილდებოდეს, სახეზეც რომ შევატყოთ ისეთი რამის ქონა, რაც არ უნდა ჰქონდეს, ასეთ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ვამოწმებთ. პნევმატური იარაღი არასდროს ყოფილა სკოლაში და არც ამ შემთხვევაში ყოფილა. დაპირისპირება რომ გაეგოთ მანდატურებს, ეს ამბავი არ მოხდებოდა. სკოლა სტრესშია. ველოდებით ფსიქოლოგებს სამინისტროდან და ისინი ჩვენს ფსიქოლოგთან ერთად იმუშავებენ. სკოლაში ზოგადად ისეთი სიტუაციაა, მოსწავლეების ნაწილი მოვა, ნაწილი არ მოვა. ვინც არ მოვა დამრიგებლები მშობლებთან მოიკითხავენ ამბავს და ისინი მოვლენ აუცილებლად. ჩვენს სკოლაში რომ ბევრი მოსწავლეა, ეს არის დიდი ხნის პრობლემა. ხელოვნურად გაზრდილია მოსწავლეთა რაოდენობა. ეს, რა თქმა უნდა, არასწორია. სკოლებში არ უნდა იყოს ამდენი მოსწავლე, თუმცა, აქ უკონტროლო სიტუაცია არასდროს ყოფილა. ადმინისტრაცია და მანდატურები აკეთებენ იმაზე ბევრად მეტს, რისი გაკეთებაც შეიძლება. რის გამო მოხდა კონფლიქტი, რამდენად სერიოზული იყო, ამას გამოძიება დაადგენს. ასე დაუნდობლად რომ დახოცეს ჩვენი ნაფერები ბავშვები, ამას გამოძიება დაადგენს. იმ დღეს სკოლაში არ ვიყავი, შვებულებაში გახლდით. ამიტომ, მეც ველოდები გამოძიების შედეგს. ამ წუთში სკოლას ვჭირდები, რადგან სიტუაცია სამართავია”, – განცხადა მანანა თურქაძემ.

შეგახსენებთ, 1-ელ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირების დროს ორი მოზარდი დაიჭრა. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე, მეორე კი 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

 

 

პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე