მიხეილ ჯანელიძემ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საქართველო, თბილისი - 15:54 | 17.11.2015
ნანახია: 1771

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ ჯანელიძემ 13 ნოემბერს პარიზში მომხდარ ტერორისტულ აქტებთანდაკავშირებით, თბილისის საკრებულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.მან სამინისტროს სახელით სამძიმარი გამოუცხადა მთლიანად ფრანგ ერს, საფრანგეთის ხელისუფლებას, დაღუპულთა ოჯახის წევრებს დაახლობლებს. „აღნიშნული ტერორისტული ქმედება არის ძალადობა, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს. იგი მიმართულია არა მხოლოდ საფრანგეთისდა ფრანგი ხალხის წინააღმდეგ, არამედ წარმოადგენს ბრძოლას იმ საერთო ფასეულობების და ღირებულებების საპირისპიროდ, რომელსაცსაერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ქართველი ხალხიც იზიარებს. მინდა, ამ მძიმე წუთებში, ფრანგ ხალხს ვუსურვო ერთობა დაგამძლეობა“ -  განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე