„ჩვენ კვლავ სერიოზული საფრთხის წინაშე ვდგევართ“ - ნინო ბურჯანაძე

საქართველო, თბილისი - 15:42 | 17.11.2015
ნანახია: 1883

თბილისის საკრებულოში "გაერთიანებული დემოკრატების" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პარტიის წევრებთან ერთად სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

ნინო ბურჯანაძემ ფრანგ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა და ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ არც საფრანგეთში და არც არსად ადამიანები ტერორიზმის მსხვერპლი აღარ უნდა გახდნენ. 

"არ ვიქნებოდი ძალიან მშვიდად საქართველოს სტაბილურობის გამო, იმიტომ, რომ ჩვენ კვლავ სერიოზული საფრთხის წინაშე ვდგევართ. ამიტომ ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ტერორიზმის საფრთხის წინაშე არ აღმოვჩნდეთ. ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ის ახალგაზრდები, რომლებსაც ტვინს ურევენ, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში, დაცული იყვნენ და ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე