ოფიციალური iPhone X უკვე ,,ელიტ ელექტრონიქსის'' მაღაზიათა ქსელში

საქართველო, თბილისი - 17:53 | 01.12.2017
ნანახია: 1268

,,ელიტ ელექტრონიქსის'' მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით შეგიძლიათ შეიძინოთ ოფიციალური iPhone X-ი , სმარტფონს უკვე უწოდეს ,,მომავლის ტექნოლოგია” , მისი მთავარი ღირსება უსაზღვრო ეკრანიაა, რომელიც ავტომატურად არეგულირებს ფერებს, განათების ტემპერატურის მიხედვით , რომელიც მაღალი გარჩევადობითა და ფერთა გამით გამოირჩევა. iPhone X-ს არ აქვს ე.წ ”HOME ” ღილაკი  მთავარ მენიუში ეკრანზე თითის ზევით ასმით შედიხართ. ასევე თქვენი ახალი iPhone სახეზე ამოგიცნობთ , სწორედ სახის სკანირებით შეძლებთ სმარტფონის გახსნას. ახალ მოდელს პორტრეტის გადაღების ფუნქციაც დაემატა. ამას ორივე კამერით  მოახერხებთ, ამასთან ახალი კამერა საშუალებას იძლევა სოციალურ ქსელში კომენტარის დაწერისას ან მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნისას საკუთარი ემოცია ახალი ე.წ ემოჯი გამოსახულებით გააცოცხლოს . მისი კიდევ ერთი მახასიათებელი უსადენო დამტენია. 

ელიტ ელექტრონიქსი გახლავთ Apple -ის ოფიციალური რითეილ პარტნიორი საქართველოში. მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია iPhone-ის ყველა სერიის დიდი არჩევანი, აქ შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც iPhone X, ასევე iPhone 8-ს სული ასორტიმენტი.

„ელიტ ელექტრონიქსის“ ქსელში შეძენილ iPhone-ზე  ბრენდის ოფიციალური საერთაშორისო საგარანტიო პირობები ვრცელდება რაც გულისხმობს, 1 წლის განმავლობაში ნებისმიერი ქარხნული წუნის შემთხვევაში სმარტფონის ახლით შეცვლას.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე