სპილომ გერმანელი ტურისტი გასრისა

საქართველო, თბილისი - 10:54 | 01.12.2017
ნანახია: 1339

ტაილანდში სპილო, რომელიც ტურისტებს ასეირნებდა, ექსკურსიის ბოლოს გერმანელ ტურისტს თავს დაესხა და ფეხებით გასრისა. ინციდენტი კუნძულ ჩანგზე მოხდა. ტრაგედიას სასწაულებრივად გადაურჩნენ რუსი ტურისტები, რომლებიც მეორე სპილოზე ისხდნენ. სპილო მომხდარმა შეაშინა, გაიქცა და რუსი ცოლ-ქმარი ძირს გადმოყარა. მამაკაცი მცირე ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ეს უკვე მესამე ტრაგედიაა, რომელიც ტაილანდში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მოხდა.

უმეტესად გაღიზიანებული მამრი სპილოები ადამიანებს თავს შეჯვარების პერიოდში ესხმიან.

ამ დროს სპილოებს თავზე გამოეყოფა „ზეთოვანი“ სეკრეტი. მათ იზოლირებულ სივრცეში ათავსებენ. თუ სპილოს პატრონმა ზეთის გამოყოფა დროულად ვერ შენიშნა, შესაძლოა მსგავსი ტრაგედია დატრიალდეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე