“აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი” „განათლების რეგიონალური გამოფენა 2015”-ზე

საქართველო, თბილისი - 13:42 | 17.11.2015
ნანახია: 1987

რუსთავში განათლების რეგიონალური გამოფენა გაიხსნა, სადაც „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა“ საკუთარი საგამოფენო სტენდი წარადგინა და ქვემო ქართლისმოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა უნივერსიტეტში არსებული საბაკალავრო, სამაგისტრო, და სადოქტორო პროგრამების შესახებ.

დამთვარიელებელთა უმრავლესობას მე-11 და 12-ე კლასის მოსწავლეები წარმოადგენდნენ.აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტენდი, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა საინტერესო, მრავალფეროვანი და მაღალპროფესიონალური საგანმანათლებლო შეთავაზების, განსხვავებული დიზაინისა და სახეზე მოხატვის ყველა მსურველისთვის, ამ შესაძლებლობის მიცემის გამო. „კავშირი საქართველოს განვითარებისთვის“ მიერ ორგანიზებული გამოფენა  კიდევ ოთხ ქალაქში:თელავი,ქუთაისი,ზუგდიდი და ბათუმში გაიმართება და ყოველწლიურ სახეს მიიღებს.გამოფენაში საქართველოში აკრედიტებული 20-მდე უნივერსიტეტი მონაწილეობს.

„აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი“  მსურველებს საბაკალავრო,  სამაგისტრო და სადოქტრორო პროგრამებს სთავაზობს იურიდიული, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტები; საერთაშორიო ურთიერთობები, ინგლისური ფილოლოგია, ბიზნესის ადმინისტრირება, განათლების კვლევები და ადმინისტრირება, ადამიანური რესურსების მართვა და სამართლის სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამები ეს ის მიმართულებებია, სადაც „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის“ მომავალ სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ თანამედროვე პრაქტიკული ცოდნა, გაიარონ სტაჟირება და დასაქმდნენ უნივერსიტეტის პარტნიორ 70-ზე მეტ ორგანიზაციაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე