მომავალ წელს, კიდევ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა გველოდება - გიორგი კვირიკაშვილი

საქართველო, თბილისი - 12:25 | 30.11.2017
ნანახია: 1320

2017 წლის ოქტომბრის თვის ეკონომიკურმა ზრდამ, წინასწარი მონაცემებით, 5.7% შეადგინა; 10 თვეში, 4.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა - ეს კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი დღეს დილით გამოქვეყნდა, აღნიშნულის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.

პრემიერის თქმით, ეს არის რეგიონული მასშტაბით საუკეთესო შედეგი და, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად მეტი დინამიკა შევქმნათ ეკონომიკაში.

,,დარწმუნებული ვარ, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც ჩატარდა, პროექტები, რომლებსაც ხელი მოეწერა და იგეგმება, შექმნის ნამდვილად გაცილებით უფრო მეტ დინამიკას. ჩვენ, მომავალ წელს, ყველა საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაკეთებული პროგნოზით, გველოდება კიდევ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვინაიდან, ჩვენ წელს მათ მოლოდინებს მნიშვნელოვნად გადავაჭარბეთ. მომავალ წელსაც, უნდა ვეცადოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ პროგნოზებს გავცდეთ, რა თქმა უნდა, დადებითი კუთხით", - აცხადებს კვირიკაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე