2016 წლის განმავლობაში, საწარმოთა 13,1%-მა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი

საქართველო, თბილისი - 11:24 | 30.11.2017
ნანახია: 1032

„საქსტატის“ გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2016 წლის განმავლობაში, საწარმოთა 13,1%-მა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი, ხოლო იმ საწარმოთა წილი, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში დანერგეს ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება, განისაზღვრა 13,9%-ით. საქონლისა და მომსახურების ინოვაციები უმეტეს შემთხვევაში საწარმოების მიერ დამოუკიდებლად იყო შემუშავებული (შესაბამისად  59,1% და 56,4%). სხვა შემთხვევებში ამ

კუთხით მათ მხარდაჭერა მიიღეს სხვა საწარმოებისგან ან დაწესებულებებისაგან. განხორციელებული ინოვაციების  48.2%  ახალი იყო საწარმოებისთვის, ხოლო 51.8% - სიახლეს წარმოადგენდა ბაზრისთვის. 

საწარმოთა ჩართულობა ინოვაციურ აქტივობაში შედარებით მაღალი წილითა გამოხატული ისეთ სფეროში, როგორიცაა მანქანა - დანადგარების და პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა - 21,5%. საკმაოდ მაღალი  წილი ჰქონდა აგრეთვე დიზაინს (15,6%), ინოვაციურ აქტივობასთან დაკავშირებულ სწავლებას (13,8%) და საკუთარ კვლევებსა და დამუშავებებს  (13,1%):

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2016 წლის განმავლობაში საწარმოთა 29,5%-მა შეიმუშავა საქონლის/მომსახურების ფასდადების ახალი სისტემა, 27,1%-მა განახორციელა მნიშვნელოვანი ცვლილებები პროდუქციის ესთეტიკურ დიზაინსა და შეფუთვაში, 23,8%-მა უზრუნველყო ახალი მედიის ან ტექნიკის შემოტანა პროდუქციის პოპულარიზაციისთვის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე