5 დეკემბერს მსოფლიო საოპერო ვარსკვლავების საქველმოქმედო გალა კონცერტი გაიმართება
საქართველო, თბილისი - 16:18 | 28.11.2017 ნანახია: 17185 დეკემბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გრანდიოზული საქველმოქმედო გალა-კონცერტი - „საოპერო ვარსკვლავები ბანასთვის“ გაიმართება.
მსოფლიოში აღიარებული ქართველი ბარიტონის გიორგი გაგნიძის ორგანიზებით, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი საოპერო ვარსკვლავები სამონასტრო-საგანმანათლებლო კულტურული და საზოგადოებრივი ცენტრის - „ახალი ბანას“ მშენებლობისათვის საჭირო სახსრების მოსაძიებლად ერთიანდებიან.
ქართველ მსმენელს ეძლევა შანსი ოპერის სცენაზე, ერთად იხილოს და მოუსმინოს ისეთი ვარსკვლავების შემოქმედებას როგორიცაა - მსოფლიოში აღიარებული ქართველი ბარიტონი გიორგი გაგნიძე, იანო ალიბეგაშვილი, ლადო ათანელი, თამარ ივერი, შალვა მუქერია, ქეთევან ქემოკლიძე, ნანა ქავთარაშვილი, მიხეილ კოლელიშვილი, ზურაბ ზურაბიშვილი, თამთა ტარიელი, ნინო ლეჟავა. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრს უდირიჟორებს მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილი. კონცერტში ასევე, მონაწილეობას მიიღებს სამების გუნდი. შესრულდება არიები და ანსამბლები ვერდის, ჯორდანოს, პონკიელის, გუნოს, ჩილეას, დონიცეტის, პუჩინისა და ფალიაშვილის ოპერებიდან.
საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება „ახალი ბანას“ მშენებლობას.
აღდგომის სახელობის „ახალი ბანა“-ს სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობას 2017 წლის 15 ივლისს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით ჩაეყარა საფუძველი, რომელსაც პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ. პროექტის ავტორი სურამისა და ხაშურის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე სვიმეონია, რომლის ეგიდით აღნიშნული კომპლექსის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. „ახალი ბანას“, საუკუნის პროექტად წოდებულ კომპლექსს საკმაოდ მასშტაბური და მრავალფუნქციური დატვირთვა ექნება, რომლის მიზანიც მომავალი თაობებისათვის „ბანას“ ისტორიული მნიშვნელობის გაცნობა და ეკლესიაში საგანმანათლებლო და კულტურული კერის ჩამოყალიბებაა.
#შემოგვიერთდით! პატრიარქის კურთხევითა და ერთად დგომით დავიწყოთ ისტორიული მოქმედება, ავაგოთ სულისა და ცოდნის „ახალი ბანა“-ს ტაძარი! #ბანაგვაერთიანებს
ქველმოქმედების მსურველებმა დარეკეთ ნომერზე: 0 901 700 307
მაგთის, ჯეოსელისა და ბილაინის აბონენტებმა, ზარის ღირებულება 1 (ერთი) ლარი
ან ჩარიცხეთ თანხა შესაბამის საბანკო ანგარიშის ნომრებზე:
• თიბისი ბანკი: GE13TB7894136050100003 (შესაძლებელია ჩარიცხვა TBC PAY-ის აპარატებითაც: მთავარი >> სხვადასხვა >> ქველმოქმედება >> ფონდი ბანა)
• საქართველოს ბანკი: GE56BG0000000781425400
• ლიბერთი ბანკი: GE87LB0115142043269001/ GEL; GE60LB0115142043269002/USD; GE33LB0115142043269003/EUR
#გახდიბანასმშენებელი - ყოველი შემომწირველის სახელი ჩაიწერება ბანას მშენებელთა წიგნში და მუდმივად მოიხსენიება ლოცვებში
ღონისძიების თანამონაწილეა კულტურის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია და საქართველოს კულტურის პალატა.
„ახალი ბანას“ ფეისბუკ გვერდი
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ოპერის სალაროებში და საიტზე biletebi.ge
პოლიტიკა
- პუტინიზმი ცდილობს ბუდე დაიდოს თქვენს სახლში თქვენივე მთავრობის ინიციატივით, ქართველებო, გაუფრთხილდით თავისუფლებას - ბორის აკუნინი
- ნებისმიერი მშფოთვარე აპრილის დროს რუსეთი მარცხდებოდა ამ მოედანზე, სადაც დღესაც შეიკრიბება ხალხი, ახლაც დამარცხდება - ეკა ხერხეულიძე
- ერთ მუშტს მოიქნევთ, ათი მოგხვდებათ, ამ ლაჩრობას არავინ არავის შეარჩენს - დავით მათიკაშვილი
- არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი - შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძეზე თავდასხმაზე
სამართალი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
- შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავა, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა
მსოფლიო
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
- მოსკოვის კლინიკიდან, სადაც „კროკუს სითი ჰოლზე“ ტერაქტის შედეგად დაშავებულები მკურნალობენ, აფეთქების საფრთხის გამო 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები
- ელექტრომობილების გაყიდვები საქართველოში 37%-ით გაიზარდა - Tegeta Cars ბაზრის მთავარი მოთამაშეა
- 93%-ით გაზრდილი გაყიდვები და სამომავლო გეგმები – „ვოლვო ქარ კავკასია” 2024 წლის I კვარტალს აჯამებს
- სრულად ელექტრო Volvo EX30 პრესტიჟული ჯილდოს World Car Awards 2024-ის გამარჯვებულია
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა