მსოფლიო ჩემპრიონატის დროს, რასიზმის გამოვლინების შემთხვევაში, არბიტრებს უფლება ექნებათ მატჩი გააუქმონ

საქართველო, თბილისი - 18:21 | 27.11.2017
ნანახია: 1362

2018 წლის მსოფლიო ჩემპრიონატის დროს, არბიტრებს უფლება მიეცემათ გააჩერონ ან გააუქმონ მატჩი, თუ რასიზმისა და დისკრიმინაციის გამოვლინების შემთხვევები დაფიქსირდება. ამის შესახებ "ფიფას" პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ გაანცხადა.

,,დისკრიმინაციასთან ბრძოლა ჩვენ ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია", - განაცხადა ინფანტინომ და დასძინა, რომ მის დასაძლევლად ,,რადიკალურად იბრძოლებს". 

გარდა ამისა, მომავალ ჩემპიონატზე განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცევა დოპინგთან ბრძოლის კამპანია. ტურნირი რუსეთში, 2018 წლის 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაიმართება. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე