კახელ ფერმერებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდათ

საქართველო, თბილისი - 13:19 | 17.11.2015
ნანახია: 1907

ყვარლის რაიონში აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს ჭარბი ნალექის შედეგად მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „აგროდაზღვევის პროგრამის“ მენეჯერი ლევან მაღრაძე, სადაზღვევო კომპანია ირაოს წარმომადგენელი და კახეთისრეგიონის გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი ყვარლის მუნიციპალიტეტში დაზარალებულ ალექსი შალოშვილს შეხვდნენ და სეტყვის შედეგად განადგურებულივაზის ნაკვეთები დაათვალიერეს.
წყალდიდობის შედეგად, სოფელ შილდას მკვიდრს, ალექსი შალოშვილს სეტყვის შედეგად დაუზიანდა 82,820 ლარის მოსავალი. სადაზღვევო კომპანია ‘’ირაომ’’ აღნიშნულ ბენეფიციარს აუნაზღაურა 68,876.75 ლარი. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „აგროდაზღვევის პროგრამაში“ 2014 წლის 16 ოქტომბერს ჩაერთო და 11.62ჰა ფართობზე ვაზის ნაკვეთი დააზღვია. ბენეფიციარის მიერ გადახდილ იქნა 697 ლარი, ხოლო სააგენტომ განახორციელა 11,155.20 ლარის სუბსიდია. სოფელ შილდას კიდევ ერთ მკვიდრს ასევე აუნაზღაურდა ზარალი. გიორგი შალოშვილმა 2014 წლის 16 ოქტომბერს დააზღვია ვაზის მოსავალი 3.4 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში. მის მიერ გადახდილმა თანხამ შეადგინა 204 ლარი, ხოლო სააგენტომ განახორციელა 3,264 ლარის სუბსიდია. სეტყვის შედეგად დაზიანდა 24,565 ლარის მოსავალი. სადაზღვევო კომპანია ‘’ირაომ’’ აღნიშნულ ბენეფიციარს აუნაზღაურა 20,485 ლარი.
საქართველოს მასშტაბით „აგროდაზღვევის პროგრამის“ ფარგლებში გაცემულია 27,847 პოლისი. სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ შეადგინა 13,635,158 ლარი. დაზღვეულია 23,347.29 ჰა ფართობი სასოფლო-სამეურნეო სავარგული, ხოლო დაზღვეული მოსავლის ღირებულებამ ჯამში 190,612,724.49 ლარი შეადგინა.
ჭარბი ნალექისა და სეტყვის შედეგად დადგა 9,642 სადაზღვევო შემთხვევა, ასანაზღაურებელი თანხა პირველადი შეფასებით 16,256,083 ლარს შეადგენს. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ზარალის შეფასება და თანხის ჩარიცხვა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე