ფოთს ქარბორბალამ გადაუარა

საქართველო, თბილისი - 13:12 | 17.11.2015
ნანახია: 1981

ფოთში ქარბორბალაა. ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა, ასევე ელექტრო გადამცემი ხაზები, რის გამოც ქალაქში ელექტრო მომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემა შეიქმნა.

ქალაქში ძლიერი ქარი რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ დროისთვის, ზარალის ზუსტი ოდენობა ცნობილი არ არის. ფოთის მერიაში უკვე შექმნილია სპეციალური ჯგუფი რომელიც ზარალის ოდენობას დაადგენს და დაზარალებულებს დახმარებას აღმოუჩენს. 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე