დავით ნარმანიამ საკრებულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველო, თბილისი - 12:47 | 17.11.2015
ნანახია: 1713

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის საკრებულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.პარიზში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ფრანგ ხალხს, საფრანგეთის სახელმწიფოს სამძიმარი გამოუცხადა.

„მოვედი, რომ სამძიმარი გამოვუცხადო საფრანგეთის ელჩს, ფრანგ ხალხს, ჩვენს კოლეგებს, მეგობრებს, პარტნიორებს, რომლებიც განსაცდელის ჟამს საჭიროებენ თითოეული ჩვენგანის გვერდში დგომას. ჩვენ მართლაც მათ გვერდით ვართ, მათ გვერდით ვიქნებით ყოველთვის, ისევე როგორც ისინი არიან ჩვენს გვერდით. გარდა იმისა, რომ მე სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გავაკეთე, ასევე ოფიციალური სამძიმრის წერილი გავუგზავნე ჩემს კოლეგას, პარიზის მერს და ამით კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩვენი გვერდით დგომა და ღრმა პატივისცემა ფრანგი ხალხისადმი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის საკრებულოში ფრანგი ხალხის თანაგრძნობისთვის სამძიმრის წიგნი დღეს გაიხსნა. საკრებულოს ფოიეში მოწყობილია სპეციალური ადგილი, სადაც მოქალაქეებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მთავრობის წევრებს შეუძლიათ,  სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთონ და 13 ნოემბერს პარიზში დატრიალებული ტრაგედიების გამო ფრანგ ხალხს მიუსამძიმრონ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე