საკრებულოში ფრანგი ხალხის თანაგრძნობისთვის სამძიმრის წიგნი გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 12:42 | 17.11.2015
ნანახია: 1796

თბილისის საკრებულოში ფრანგი ხალხის თანაგრძნობისთვის სამძიმრის წიგნი გაიხსნა – შენობის ფოიეში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მთავრობის წევრებს შეუძლიათ,  სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთონ და ფრანგ ხალხს მიუსამძიმრონ.

სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც.

„ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ფრანგ ხალხს და საფრანგეთის სახელმწიფოს. ფრანგ მოკავშირეებთან ჩვენი განსაკუთრებული ურთიერთობა მაშინაც გამოჩნდა, როცა ევროკავშირის ფარგლებში.  ქართველი მებრძოლები ფრანგ მებრძოლებთან ერთად დადგნენ აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში და შეასრულეს მნიშვნელოვანი მისია. ამ რეალობაში  ნათლად უნდა დავინახოთ, როგორი გამოწვევის წინაშე დგას კაცობრიობა.
“ისლამური სახელმწიფო” არის ერთი დიდი ტყუილი, რადგან არც სახელმწიფოსთან აქვს არანაირი კავშირი და არც ისლამთან”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საკრებულოში იმყოფებიან საფრანგეთის ელჩი საქართველოში რენო სალენსი და საელჩოს წარმომადგენლები, ასევე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე