გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

საქართველო, თბილისი - 12:19 | 17.11.2015
ნანახია: 1841

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს გარემოსაn და ბუნებრივი რესურსები დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის აავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა) –კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და ეზღუდული ხილვადობის გამო, მთელი დღის განმავლობაში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის (ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთებზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა-გუდაურის და კობი-ლარსის მონაკვეთებზე თავისუფალია.

ამავე გზის კმ 134-კმ 135 (დარიალისხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე