სოხუმის თეატრი პრემიერისთვის ემზადება

საქართველო, თბილისი - 14:17 | 20.11.2017
ნანახია: 1527

სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება. ხანოხ ლევინის „იაკიში და პუპჩე“ _ ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის პრემიერაც მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე 21 ნოემბერს გაიმართება.

სევდიანი კომედია მახინჯი და ღარიბი იაკიშის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც ცოლად რთავენ ასევე მახინჯსა და ღარიბ პუპჩეს, ხოლო ქორწინების შემდეგ აღმოაჩენენ, რომ წყვილს ხორციელთათვის წმინდა მცნების „ინაყოფიერეთ და გამრავლდით“, აღსრულება არ შეუძლიათ...

როგორც რეჟისორმა დავით საყვარელიძემ „პრაიმნიუსჯორჯიასთან“ საუბრისას განაცხადა, 1 ოქტომბერს, სომხეთის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ,,High Fest"-ი სპექტაკლით ,,იაკიში და პუპჩე" გაიხსნა. 21 ნოემბერს კი თბილისურ პრემიერას ქართველი მაყურებელი მარჯანიშვილის თეატრში იხილავს.

მისივე თქმით, სპექტაკლს მიენიჭა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული ფესტივალის მთავარი პრიზი და სამინისტროსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭოს მიერ დასახელებულ იქნა როგორც ფესტივალის საუკეთესო სპექტაკლი. ეს არის პირველი კორპროდუქცია, რომელიც სოხუმისა და ფოთის თეატრების თანამშრომლობით განხორციელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე