,,ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 16:04 | 17.11.2017
ნანახია: 895

,,ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სამუშაო სხდომა მიმდინარეობს.  გავრცელებული ინფორმაციით, პარტიის ოფისში იმყოფებიან ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები, ასევე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი.

განხილვის მთავარი საკითხი, სავარაუდოდ, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი და ლარის კურსია.

საუბარი ასევე შეეხება სახალხო დამცველის კანდიდატსაც, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ უახლოეს მომავალში უნდა დაასახელოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე