ცოტა გაუგებარია, საკრებულოში რატომ უნდა მივიდე - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 14:10 | 17.11.2017
ნანახია: 1201

ცოტა გაუგებარია, საკრებულოში რატომ უნდა მივიდე, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს ოპოზიციის კრიტიკას, რომ კახა კალაძე დღეს, საკრებულოში მთავრობის ახალ წევრებს თავად არ წარადგენს. 

კალაძის თქმით, მან კანონის შესაბამისად იმოქმედა.

„ცოტა გაუგებარია, საკრებულოში რატომ უნდა მივიდე. მე ვარ ხალხის მიერ არჩეული და უფლებამოსილებას უკვე შევუდექი, რაც შეეხება ქალაქის მთავრობას, კანონის შესაბამისად, ვიმოქმედე, გადავუგზავნე საკრებულოს, დღეს იმსჯელებენ და ალბათ, უკვე იქნება მიღებული გადაწყვეტილება, დამტკიცდება და ორშაბათიდან ჩვენ შევუდგებით მუშაობას“, – განაცხადა კალაძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე