,,მის საქართველო 2017”-ის ფინალური შოუ 26 ნოემბერს გაიმართება

საქართველო, თბილისი - 13:51 | 17.11.2017
ნანახია: 2451

კომპანია ,,იმიჯ ცენტრის”  ინფორმაციით  ,,მის საქართველო 2017”-ის ფინალური შოუ ჩატარდება 26 ნოემბერს, 19:00 საათზე, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, სადაც წარმომადგენლობითი ჟიური გამოავლენს სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს,  ტოპ-ხუთეულს და ,,მის საქართველო 2017”-ს.

კონკურსანტების სასცენო ჩაცმულობას უზრუნველყოფს მოდის სახლი “მარიონელა”, მათ გარეგნობაზე  იზრუნებს სილამაზის სალონი ,,გოგასუსი”.                                                                        

,,მის საქართველო 2017”-ის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია, ორბი ჯგუფი ბათუმი, ზარაფხანა, სასტუმრო ლეოგრანდი, კიკალა სტუდიო, ირინა ბიბილაურის ესთეტიკური კლინიკა, სარეკლამო კომპანიები “მაქსპრომი” და “კოლიბრი”.

საინფორმაციო მხარაჭერა - ტელეკომპანია პირველი, მიუზიკ ბოქსი, რადიოები ფორტუნა და ფორტუნა+, ინტერნეტ მხარდაჭერა WWW.GHN.GE, INFO 9.

შეგახსენებთ, რომ კომპანია ”იმიჯ-ცენტრი” გახლავთ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული  სილამაზის საერთაშორისო კონკურსების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში : “Miss World”-ის, “Miss Universe”-ის, “Miss Intercontinental”-ის, ,,Miss Tourism Queen Of The Year  International”-ის და ,,Miss Tourism International”




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე