სტალონე სექსუალურ სკანდალში გაეხვა

საქართველო, თბილისი - 12:45 | 17.11.2017
ნანახია: 1652

სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებულ სკანდალი სილვესტერ სტალონემდეც მივიდა.

16 წლის თაყვანისმცემლი ჰოლივუდის მსახიობს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.

არასასიამოვნო შემთხვევა 1986 წელს ფილმის „მთელი ძალით“ გადაღების დროს მოხდა. თუმცა დაზარალებულმა პოლიციას მხოლოდ ახლა მიმართა.

ქალის თქმით, სტალონემ ის აიძულა ინტიმური კავშირი დაემყარებინა ერთდროულად მასთან და მის პირად მცველთან. მომხდარის შემდეგ კი გააფრთხილა ამის შესახებ არავისთვის ეთქვა.

სტალონეს წარმომადგენლებს აღნიშნულ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე