სერენა უილიამსი გათხოვდა

საქართველო, თბილისი - 12:25 | 17.11.2017
ნანახია: 2054

სერენა უილიამსი და ალექსის ოგანიანი დაქორწინდნენ. შეყვარებულებმა ქორწილი ახალ ორლეანში გადაიხადეს. ღონისძიებაზე ყველა მათი ვარსკვალვური მეგობარი იყო მიწვეული.

ცერემონია კულტურის ცენტრ The Contemporary Art Center-ში გაიმართა. ქორწილი ზღაპარ „მზეთუნახავისა და ურჩხულის“ სტილში იყო გაფორმებული. ქორწილს 250 სტუმარი ესწრებოდა.

მათ რიცხვში ვინც სერენასა და ალექსისის ბედნიერება გაიზიარა, მოხვდნენ ბიონსე, კიმ კარდაშიანი, ევა ლონგორია ქმართან ერთად,  ანა ვინტური, დევიდ ლი, სიარა და რასელ უილსონები, ვინუს უილიამსი და სხვები. ამის გარდა ცერემონიას ესწრებოდა წყვილის ახალდაბადებული ქალიშვილიც.

 სერენა უილიამსმა და ალექსის ოგანიანმა შეხვედრა 2015 წელს დაიწყეს. სექტემბერში მათ ქალიშვილი - ოლიმპია შეეძინათ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე