Forbes-მა მაღალანაზღაურებადი ცნობილი ახალგაზრდების რეიტინგი გამოაქვეყნა

საქართველო, თბილისი - 10:51 | 17.11.2017
ნანახია: 1000

კანადელი ეთიოპური წარმოშობის შემსრულებელმა The Weeknd-მა (ეიბელ ტესფაიე) პირველი ადგილი დაიკავა  Forbes-ის რეიტინგში ყველაზე მაღალანაზღაურებად 30 წლამდე ასაკის ცნობილ ახალგაზრდებს შორის.

მისმა შემოსავალმა 2017 წელს 92 მლნ დოლარს მიაღწია.

მეორე ადგილზე აღმოჩნდა 23 წლის პოპ-შემსრულებელი ჯასტინ ბიბერი 83,5 მლნ დოლარის შემოსავლით.

მესამე ადგილი დაიკავა ბრიტანელმა შემსრულებელმა ადელმა, რომელმაც ალბომებისა და კონცერტების შედეგად 69 მლნ დოლარი გამოიმუშავა.

რეიტინგის პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ NBA-სა და ამერიკული საფეხბურთო ლიგის სპორტსმენები, 27 წლის პოპ-მომღერალიო ტეილორ სვიფტი, ასევე 20 წლის მოდელი კაილი ჯენერი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე