ხვალ, თბილისში წიგნის მუზეუმი გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 18:48 | 16.11.2017
ნანახია: 957

ხვალ, საქართველოში პირველი და კავკასიაში ყველაზე დიდი წიგნის მუზეუმი გაიხსნება. მუზეუმში 19 ათასამდე უნიკალური გამოცემა გაერთიანდება, ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მუზეუმში 4 დარბაზი მოეწყობა. ესენია: 

  • იშვიათი გამოცემების მუზეუმი, სადაც ძველი გამოცემული წიგნები განთავსდება, მაგალითად 1629 წელს გამოცემული ქართულ-იტალიური ლექსიკონი და სხვ.
  • ,,ვეფხისტყაოსნის" მუზეუმი, რომელშიც განთავსდება ,,ვეფხისტყაოსნის" ყველა ქართული და უცხოური გამოცემა
  • ილიას დარბაზი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება მისი პირადი ნივთები და ბიბლიოთეკა
  • ბროსეს საცავი, რომელიც სამინისტროს ცნობით, თანამედროვე სისტემებით და კლიმატკონტროლით არის აღჭურვილი, საცავში ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული უნიკალური და იშვიათი გამოცემები განთავსდება



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე