საგანგაშო სტატისტიკა - საქართველოში მომხმარებელთა თითქმის ყოველი მე-5 კომპიუტერი ინტერნეტ-შეტევას განიცდის

საქართველო, თბილისი - 18:23 | 16.11.2017
ნანახია: 1486

საქართველოში მომხმარებელთა თითქმის მეხუთედი 2017 წლის მესამე კვარტალში შეეჯახა ინტერნეტიდან ინფიცირების პრობლემას. მსოფლიოს ქვეყნებს შორის ამ მაჩვენებლით საქართველომ დაიჭირა მე-19-ე ადგილი. ამის შესახებ მოწმობს  „კასპერსკის ლაბორატორიის“ ექსპერტთა გამოკვლევების შედეგები.

გამოკვლევის თანახმად, საქართველოში დროის ამ მონაკვეთში  მომხმარებელთა 17,50 % შეეჯახა შეტევას  ბოროტმზრახველი  პროგრამების (Malware)  მხრივ. სომხეთში ამ მაჩვენებელმა მიაღწია 23, 74%  (მე-4-ე ადგილი), აზერბაიჯანში -21,14% (მე-7-ე ადგილი).

„საქართველოს სწრაფვა ინტერნეტის განვითარებისაკენ შეიცავს მომხმარებელთათვის ახალ გამოწვევებს. მოყვანილი მონაცემები ეხებიან მომხმარებლებს, რომლებიც დაცულნი არიან ანტივირუსული პროგრამებით.  თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ საქართველოში შესაბამის დონეზე არ არის განვითარებული ინტერნეტის უსაფრთხოებისათვის თვალყურის დევნების კულტურა, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ მომხმარებლები, რომლებიც ყოველდღიურად ეჯახებიან ინტერნეტშეტევას,  გაცილებით ბევრია“, - განაცხადა „კასპერსკის ლაბორატორიის“  რეგიონალური წარმომადგენელი საქართველოსა და სომხეთში არმენ კარაპეტიანმა.

 

ქვეყანა

შეტევადაქვემდებარებული

მომხმარებლები%

1

ბელორუსია

27,35

2

ალჟირი

24,23

3

რუსეთი

23,91

4

სომხეთი

23,74

5

მოლდავეთი

23,61

6

საბერძნეთი

21,48

7

აზერბაიჯანი

21,14

8

ყირგიზეთი

20,83

9

უზბეკეთი

20,24

10

ალბანეთი

20,10

11

უკრაინა

19,82

12

ყაზახეთი

19,55

13

საფრანგეთი

18,94

14

ვენესუელა

18,68

15

ბრაზილია

18,01

16

პორტუგალია

17,93

17

ვიეტნამი

17,81

18

ტაჯიკეთი

17,63

19

საქართველო

17,50

20

ინდოეთი

17,43

ინტერნეტის საშუალებით მავნე პროგრამების მიერ ინფიცირებისიმ რისკის ხარისხის შესაფასებლად, რომელსაც ექვემდებარებიან მომხმარებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ჩვენ გამოვიანგარიშეთ თითოეულ  ქვეყანაში „კასპერსკის ლაბორატორიის“ პროდუქტითიმ მოსარგებლეთა პროცენტული რაოდენობა, რომლებიც  საანგარიშო პერიოდში სარგებლობდნენ ვებ-ანტივირუსის მუშაობით. მიღებული მონცემები გვიჩვენებენ იმ სფეროს აგრესიულობას, რომლებშიც მუშაობენ კომპიუტერები სხვადასხვა ქვეყანაში.

ამ რეიტინგში მოცემული არიან მხოლოდ Malware კლასის მავნე ობიექტები, გამოთვლისას არ გაგვითვალისწინებია ვებ-ანტივირუსის გავლენა პოტენციალურად საშიშ და არასასურველ ისეთ პროგრამებზე, როგორებიც არიან RiskTool-ი და სარეკლამო პროგრამები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე