„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს უკრაინის ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვეს - სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 11:22 | 16.11.2017
ნანახია: 980

სააკაშვილის ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს უკრაინის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

„ქართული ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს თამაზ შავშიშვილს, რომელიც ჩემი საქმიანობის გასაშუქებლად უკრაინაში იყო მივლენილი, ბინადრობის უფლება გააუქმეს. შავშიშვილმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს უკრაინის ტერიტორია, ვინაიდან ”ქვეყნის უსაფრთხოებას” ემუქრება“, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის შესაბამისი გადაწყვეტილების ამსახველი დოკუმენტის ფოტოსურათიც გაავრცელა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე