ბიუჯეტის პროექტს გამოვითხოვთ, რადგან ის დავით ნარმანიას მიერ არის წარდგენილი - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 11:04 | 16.11.2017
ნანახია: 1332

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის ბიუჯეტის პროექტზე ახალ გუნდთან ერთად იმუშავებს და მათ მიერ განსაზღვრული პრიორიტეტებით დაუბრუნებს საკრებულოს.

„საკრებულოდან თბილისის ბიუჯეტის პროექტს, რა თქმა უნდა, გამოვითხოვთ, იმიტომ რომ ის დავით ნარმანიას მიერ არის წარდგენილი და მასში ჩვენი პრიორიტეტები გათვალისწინებული არ არის. შემდეგ, დავუბრუნებთ საკრებულოს ჩვენ მიერ განსაზღვრული პროექტებით, რომლებიც გათვალისწინებული იქნება მომავალი წლისთვის. ბევრი პროექტია: გუდიაშვილის, ორბელიანის, ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის პროექტები. ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები, ახალი გზებისა და ესტაკადების მშენებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, დედაქალაქის ბიუჯეტის განხილვას, საკრებულო მომავალი კვირიდან დაიწყებს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე