ლარის კურსი

საქართველო, თბილისი - 17:28 | 14.11.2017
ნანახია: 1032

14 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6830 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.6538 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 2.92 თეთრი შეადგინა. 

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1437 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0904 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 5.33 თეთრი შეადგინა. 

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6930 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.5120 ლარი
ეღირება. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 15 ნოემბრიდან შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე