ირანში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 17:05 | 14.11.2017
ნანახია: 901

ირანში მიწისძრვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 530-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 445 გარდაცვლილის შესახებ.

7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა ირან-ერაყის საზღვარზე 12 ნოემბერს დაფიქსირდა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე