პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველო, თბილისი - 16:03 | 14.11.2017 ნანახია: 948საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული უწყების გენერალურმა ინსპექციამ დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
„საქართველოს პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მოქალაქე ზ.თ. დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.თ. ბრალდებულ ტ.მ.-ს ძმას გაეცნო როგორც პროკურატურის თანამშრომელი და დაარწმუნა, თითქოს ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებთან, რის შემდეგაც დაპირდა, რომ 10 000 აშშ დოლარის და 10 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ ტ.მ.-ს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებოდა და პატიმრობიდან გათავისუფლდებოდა. დაზარალებული ზ.თ.-ს მოთხოვნას დათანხმდა და 10 000 აშშ დოლარი და 10 000 ლარი სრულად გადაუხადა, ხოლო ზ.თ. აღნიშნულ თანხას მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან ათ წლამდე. დაკავებულს ბრალდება წარედგინება კანონით დადგენილ ვადებში და პროკურატურა სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნით.
მივმართავთ საზოგადოებას, მსგავსი უკანონო ფაქტების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს პროკურატურის გენერალურ ინსპექციას“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პოლიტიკა
- იენს სტოლტენბერგი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა
- ევროკავშირი არაკანონიერად მიიჩნევს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საარჩევნო უბნების გახსნას საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე - ევროკავშირის წარმომადგენლობა
- ყოვლად მიუღებელი და უკანონოა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება - სალომე ზურაბიშვილი
- საქართველო არის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი ნატოსთვის და დიდად ვაფასებთ იმ მნიშვნელოვან წვლილს, რასაც თქვენ ჩვენს მისიებში ახორციელებთ - იენს სტოლტენბერგი
საზოგადოება
- „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ (Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა მიმდინარე წელს მეთერთმეტედ გაიმართება
- 15 მარტს დღის ბოლოდან 18 მარტამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში მოთოვს
- „თეგეტა აკადემიამ“ ბათუმის წიგნისა და განათლების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
- შესაძლოა, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლება სრულად დისტანციური გახდეს
მსოფლიო
- ჩინეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
- ოდესაზე რუსი ოკუპანტების იერიშის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და 46 დაშავდა
- მოსამართლემ უარყო დონალდ ტრამპის მოთხოვნა საიდუმლო დოკუმენტების საქმის დახურვის შესახებ
- აშშ გმობს არჩევნებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და პასუხისმგებლობას აკისრებს ამ პროცესში მონაწილე ყველა პირს, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლებს - მეთიუ მილერი
კონფლიქტები
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
- სახალხო დამცველის ინსტიტუტის მხრიდან, ამას შეფასება ვერ მოჰყვება, რადგან არ შედის იმ ტიპის საკითხებში, რომლებზეც ჩვენ ვაკეთებთ კომენტარს - ლევან იოსელიანი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე
სპორტი
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა
- ლიონელ მესი ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა
- საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა და თბილისის თასის გამარჯვებული გახდა
- რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს, ბოდიში და მადლობა…დავბრუნდებით უფრო ძლიერები - ხვიჩა კვარაცხელია